კევინ დიურანტიც ინფიცირებულია

კორონავირუსი ძლიერი მოწინააღმდეგეა. რომელიც თანაბრად კომფორტულად გრძნობს თავს პერიმეტრზე, სამწამიანში, ნებისმიერ შტატში.

კიდევ ერთი ინფიცირებული. კიდევ ერთი NBA-დან.

კევინ დიურანტი. სამწუხაროდ.

ბრუკლინის ფორვარდის გარდა, ნეთსის კიდევ სამ მოთამაშეს აქვს კორონავირუსი და ეს უკვე ბევრია. ძალიან ბევრია. კევინი თავს მშვენივრად გრძნობდა. არანაირი სიმპტომები. მოთამაშე საკუთარ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. შემდეგ, რუტინული გამოკვლევა და ცუდი დიაგნოზი.

დიურანტი: გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ მოადუნოთ ყურადღება და დაიცავით კარანტინის წესები. ეს გამოცდა ჩასაბარებელია და ვიფიქროთ სხვებზე.

31 წლის დიურანტმა ეს სეზონი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა და შემდეგი სეზონისთვის იდეაში, უკვე მზად უნდა იყოს.

უბრალოდ, ჯერ არ არის ცნობილი, რა რეჟიმში იმუშავებს ლიგა.

ნეთსის პრობლემების გამო დღეს, გუნდურად შეამოწმებენ ლეიკერსს. ნეთსი რეგულარულის ბოლო ტესტში ამ გუნდს შეხვდა და 104:102 დაუსვა.

შემდეგი ორი კვირა ლეიკერსი კარანტინში იქნება. აუცილებელი სვლა.

ლებრონ ჯეიმსი: ეს ბრძოლაც მოსაგებია. დაუგეგმავი, მაგრამ - მოსაგები. მინდა ვუსურვო დაბრუნება რუდის, დონოვანს, კრისტიანს და კევინს. ისევე, როგორც კევინის თანაგუნდელებს. მძიმე პერიოდია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და NBA მალე დაბრუნდეს.

ველოდებით ტესტის პასუხებს.