ჩოგბურთი შეიცვალა. კორონავირუსს ბრეიქ პოინტი აქვს

ATP და WTA ისვენებს. და, პრო-ტური როლან გაროს სექტემბერში ჩაატარებს.

რთული პერიოდი დიდი სლემის ჩეხვისთვის. აზრზე მოდით, ამ შორის მამაკაცებში მეცის, სანქტ პეტერბურგის, სოფიას და ჩენდუს ტურნირებია დაგეგმილი. ქაოსი. და, ბოსები როლან გაროსაც ამ თარიღებში აანონსებენ.

მაგარი რთული იქნება.

ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის ღია პირველობა 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჩატარდება.

 „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. მესმის, რომ ეს ოდნავ უცნაური არჩევანია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ეს ყველაზე რაციონალური ვარიანტი იყო“, - აღნიშნა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ გუდიჩელიმ.

ამ ეტაპზე მამაკაცების და ქალების ტურნირები შეჩერებულია.

როლან გაროსგან განსხვავებით, არ ცვლის არაფერს უიმბლდონი. დიდი ბრიტანეთი ბოლომდე რჩება სეზონის დაწყებამდე არჩეულ გრაფიკზე და ტურნირის ჩატარებას 29 ივნისიდან 12 ივლისამდე გეგმავს. 2020 წელს.

ტურნირის ორგანიზატორებისთვის ეს თარიღები პრიორიტეტულად რჩება. ჩოგბურთელები ამ ორ ფაქტს კომენტარის გარეშე ტოვებენ. ან, არ ამბობენ არაფერს განსაკუთრებულს, საინტერესოს.

და, ბოსებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ დაითვლება შარშან მოპოვებული სარეიტინგო ქულები. არის საუვარი, რომ მონაპოვარი შეიძლება გაყინონ და მოთამაშეებმა უდანაკარგოდ გააგრძელონ ბრძოლა.

ამ ბრძოლაში კორონავირუსს ჯერ ბრეიქ პოინტი აქვს.

P.S. - როლან გაროს ახალი გრაფიკი ლეივერის თასსაც აჯდება. საინტერესოა, სად ითამაშებს ნიკ კირიოსი, რომელიც ლეივერის თასზე შეყვარებულია? ალბათ, ავსტრალიელი საფრანგეთის ღია გარჩევებს გაატარებს და ლეივერს აირჩევს.