UFC-ის 3 ივენთი გადაიდო - ხაბიბი vs ტონი?

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ESPN-თან საუბრისას დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შემდეგი სამი ივენთი გადაიდო. ამის შესახებ მან მომსახურე პერსონალს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა და ჯგუფი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. რაც შეეხება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ორთაბრძოლას, რომელიც 18 აპრილსაა დაგეგმილი, აუცილებლად შედგება, თუმცა კონკრეტულად სად, ამაზე პასუხი არ არსებობს

 

"სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ შემდეგი 3 ივენთი გადაგვედო, თუმცა ტონი ფერგიუსონსა და ხაბიბს შორის ორთაბრძოლა (UFC 249) გაიმართება...

 

სავარაუდოდ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იქნება, თუმცა აუცილებლად შედგება," - თქვა დანა უაითმა

 

იმედია ასეც იქნება, თორემ ეს შერკინება უკვე 4-ჯერ გადაიდო.