მეივეზერის შვილების დედა გარდაცვლილი იპოვეს

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი, ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერ უმცროსის ყოფილი მეგობარი ქალი, რომელსაც მოკრივესთან სამი შვილი ჰყავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილი იპოვეს. 

 

პოლიციამ 40 წლის ქალის ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინა. პირველადი ინფორმაციით, საქმე მკვლელობას არ უკავშირდება. 

 

მეივეზერსა და როზის მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. 2012 წელს, ფლოიდი ციხეში იმისა გამო ჩასვეს, რომ ჰარისს ფიზიკურად შვილების თვალწინ გაუსწორდა. როგორც ქალმა შემდეგ განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მოკრივე კი ყველაფერს უარყოფდა და ამბობდა, რომ როზის პრობლემები ნარკოტიკებთან ჰქონდა. 

 

43 წლის მოკრივემ კარიერაში 50 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო...