კონორი: ხაბიბთან მზად არ ვიყავი, ახლა გამხეცებული ვარ

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაპირისპირება გაიხსენა. ირლანდიელმა დაღესტნელ მებრძოლთან მარცხის მიზეზზე ისაუბრა. შეგახსენებთ, აღნიშნული ბრძოლა 2018 წელს შედგა და მე-4 რაუნდში ხაბიბის მიერ შესრულებული მახრჩობელა ილეთით დასრულდა.

 

"სამწუხაროდ, იმ ბრძოლისთვის სათანადოდ არ ვემზადებოდი - ვაღიარებ, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი. რაც გინდათ ის თქვით. ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ერთი კვირა საჭმელი არ მეჭამოს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შევძლებ.


ამ სპორტში ყველაზე მთავარი სწორედ რწმენაა. ხაბიბთან ბრძოლისთვის მზად არ ვიყავი. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. ალბათ გახსოთ, ის შეხვედრა კარგად დავიწყე, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი შეიცვალა", - თქვა ირლანდიელმა.