დადებითი ბალანსის ბოლო შანსი

ჰარუ ბაშოს მეთორმეტე დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუს შეერკინა. ჩიომარუს 3 ორთაბრძოლის გამოტოვება მოუხდა, რადგან სიცხე ჰქონდა და სანამ არ დაამტკიცა რომ ამას კორონავირუსთან კავშირი არ ჰქონდა, მანამდე დოჰიოზე არ შეუშვეს. ამ ორთაბრძოლამდე იაპონელის ბალანსი 6 მოგება და 5 მარცხი იყო, ქართველის კი 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ლევანი მას სამჯერ შეერკინა და სამივე მოუგო. 

 

ტაჩი-აი (თავდაპირველი შეჯახება) ტოჩინოშინს კარგი ჰქონდა, მეტოქე უკანაც დაძრა, თუმცა ძალიან გამართული უტევდა, რითაც ჩიომარუმ ისარგებლა, ტოჩი ცუკუიოტოშის კიმარიტეთი (ილეთით) დაიქნია და დოჰიოზე წააქცია. 

 

ჰარუ ბაშოს მეცამეტე დღეს, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელსაც ბალანსი 6:6-ზე აქვს. ექს-ოძეკების ურთიერთშეხვედრებში ვეტერან იაპონელს დიდი უპირატესობა აქვს - 24:10, თუმცა ეს ძირითადად იმ დროზე მოდის, როდესაც ის საუკეთესო ფორმაში იყო...

 

ლევანის ბალანსი ახლა 5 მოგება და 7 მარცხია, კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად კი დარჩენილი სამივე ბრძოლის მოგება მართებს...