სარი: ბოლო წუთამდე არაფერი ვიცოდი

ჩელსის მწვრთნელს სატრანსფერო საქმიანობა არ ხიბლავს

 

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ თქვა, რომ დორტმუნდის ბორუსიას ამერიკელი შემტევი ნახევარმცველის კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერის შესახებ ბოლო წუთამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

"ოთხშაბათამდე პულიშიჩის ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცოდი. ერთი თვის წინ, ხელმძღვანელები ჩემი მოსაზრებით დაინტერესდნენ, მე ვუთხარი, რომ ეს პოზიტიური იქნებოდა, გუშინ კი გავიგე, რომ კრისტიანის ტრანსფერი შედგებოდა, თუმცა თავად პროცესის მიმდინარეობის შესახებ არაფერი მსმენია.

 

სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დიდად არ მხიბლავს და ეს ჩემი საქმე არ არის, ამიტომ პულიშიჩის ტრანსფერის შესახებ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება".-თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

მიმდინარე სეზონში, 19 წლის ტალანტმა 18 შეხვედრაში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მოაგროვა.

 

ჩელსი, რომელმაც გუშინ საუტჰემპტონთან შინ უგოლო ფრე ითამაშა, პრემიერ ლიგაში 44 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.