მილიონი კორონას წინააღმდეგ

გუშინ იყო ტაში იმ სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად... გამხნევება... იყო ბევრი თბილი სიტყვა... ხვალაც ასე იქნება და ზეგაც...

დღეს კი არის კიდევ ერთი კეთილი საქმე - საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრები გაერთიანდნენ და  კორონავირუსთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად მილიონი ლარი გაიღეს.

კომპანია ლიდერბეთის, აჭარაბეთის, ევროპაბეთის, კრისტალბეთის, ბეთლაივისა და კროკობეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ ამგვარი კრიზისის დროს არის დახმარება და ერთად დგომა აუცილებელი, რაც მილიონი ლარის ფინანსური რესურსის მოძიებასა და ამ თანხის  მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატება.

და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა სათამაშო ბიზნესმა მუშაობა ფაქტობრივად შეწყვიტა. სოციალურ პასუხისმგებლობისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დროებით დაიხურა კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები, საიდანაც აქვთ კიდეც ამ კომპანიებს შემოსავალი.

მაშ ასე, პირველი და დიდი ნაბიჯი გადადგმულია - 1 მილიონი ლარი ლიდერბეთისგან, აჭარაბეთისგან, ევროპაბეთისგან, კრისტალბეთისგან, ბეთლაივისა და კროკობეთისგან...

ჯერი თქვენზეა...

ერთად ვიზრუნოთ... ერთად გავიმარჯვოთ და ბოლოს, ერთი მაგარი ტაში ერთმანეთისთვისაც შემოვცხოთ...

leadersport 20 მარტი 2020 -16:14