მატუიდი: მინდა ყველა შესაძლო ტურნირი მოვიგო

იუვენტუსის ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგის მოგება სწადია

ტურინის იუვენტუსისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ბლაიზე მატუიდიმ თქვა, რომ მას ბებერ ქალბატონთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

 

"როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მომავალში მინდა, რომ ყველა შესაძლო ტურნირი მოვიგო, განსაკუთრებით კი იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება მსურს.

 

როდესაც იტალიის ჩემპიონატის ტიტულის მოგებაზე ვსაუბრობთ ამის შემდეგ ძლიერად შრომა უნდა გავაგრძელოთ, რადგან სერია ა-ში არიან ისეთი გუნდები, რომლებსაც სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ, თუმცა იუვე საუკეთესო თამაშს აჩვენებს".-ამბობს მატუიდი.

 

შეგახსენებთ გასულ ზაფხულში მატუიდი დეზებთან ერთად რუსეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, საფრანგეთის ნაკრებმა კი ფინალში ხორვატია - 4:2 დაამარცხა.

 

31 წლის ფეხბურთელი იტალიურ გრანდს 2017 წლის ზაფხულში პსჟ-დან შეუერთდა, იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი მოიგო. ბიანკონერის მაისურით მან 68 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.