ოლიმპიადა დაწყევლილია?

ყოველ 40 წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების ჩატარება დაწყევლილია...

 

იაპონიის ფინანსთა მინისტრს ტარუ ასუს პირველ მაგალითად 1940 წლის ოლიმპიური თამაშები მოყავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა, შემდეგ იყო 1980 წლის ოლიმპიური თამაშები რომელიც ჩაშლის პირას იყო. 1979 წლის დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ჯარის ნაწილების ავღანეთში შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა და მას სოლიდარობა 64 ქვეყანამ გამოუცხადა.

 

დღეს კი კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების ჩატარება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

"გამოდის, რომ ყოველ 40 წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშები დაწყევლილია, მაგრამ იმედი მაქვს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს და იაპონია მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმს უპრობლემოდ უმასპინძლებს"-განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ტარუ ასუმ.

 

იაპონიაში დღეისათვის კორონავირუსის 923 შემთხვევა არის დაფიქსირებული და მათგან 32 ადამიანი გარდაიცვალა.