დონარუმა ბრიტანულ რადარზე გამოჩნდა

ჯანლუიჯი დონარუმა მალე სავარაუდოდ მილანს დატოვებს. საქმე იმაშია, რომ მისით მანჩესტერი და ევეროტონი არიან დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ როსონერიდან წასვლაზე დიდი ხანია, რაც თავად 21 წლის კიპერიც ფიქრობს. 

 

ნისლიან ალბიონზე თამაშით თავად დონარუმაცაა მოწადინებული. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მილანის კარის დარაჯი ინგლისურს სწავლობს. სათქმელია, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, იტალიელთა მესვეურებმა ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება.

 

დონარუმა მილანის აღზრდილია. როსონერის მთავარი გუნდის ღირსებას იგი 2015 წლიდან იცავს. სათქმელია, რომ 2017 წელს ჯიჯი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლოს ჩაიშალა.