მეთ გიტოს შინ დაბრუნება სურს

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ლიდერი მეთ გიტო შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც იაპონიის სუპერ ლიგაში მატჩების გადატანას მოჰყვა. ის ლიგის ხელმძღვანელებისგან მეტ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს.

 

"დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს რაგბიზე უფრო მნიშვნელოვანი ამბები. მომწონს იაპონიაში ცხოვრება და თამაში, მაგრამ არა იმდენად, რომ თვეობით მოვწყდე ოჯახს. ვიმედოვნებ, რომ იაპონიის რაგბის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორგანიზატორები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ." - დაწერა თავისი ტვიტერის გვერდზე მეთ გიტომ, რომელიც სანტორი სანგოლიატის ღირსებას იცავს.

 

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ხელისუფლება მოუწოდებს თავის მოქალაქეებს შინ დაბრუნდნენ, რადგან გამორიცხული არ არის საზღვარი დაკეტონ.