ტოჩინოშინი vs კოტოშოგიკუ - ექს-ოძეკების ჯახი...

ჰარუ ბაშოს მეცამეტე დღეს, დოჰიოზე ერთმანეთს ექს-ოძეკები: ტოჩინოშინი და კოტოშოგიკუ დაუპირისპირდნენ. მართალია იაპონელი ურთიერთშეხვედრებში ქართველს 24:10-ს ამარცხებდა, თუმცა ბოლო 5 შეხვედრაში გამარჯვება ჩვენებურს დარჩა. შერკინებამდე იაპონელის ბალანსი 6 მოგება და 6 მარცხი იყო, ქართველისა კი 5 მოგება და 7 მარცხი. 

 

ორთაბრძოლამ, სამწუხაროდ, ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც კოტოშოგიკუს უყვარს - მან ტაჩი-აი-ზე (თავდაპირველი შეჯახება) უპირატესობა მოიპოვა, ლევანი ტავარას მიბაჯინა და იმდენ ხანს აწვებოდა, სანამ ადგილიდან არ დაძრა და გამარჯვება არ მოიპოვა. 

 

ამ მარცხით ქართველმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა. მიუხედავად ამისა, ტოჩინოშინს დარჩენილ ორ ორთაბრძოლაში გამარჯვებები მართებს, რაც მეტს მოიგებს, მით უფრო ნაკლებად დაქვეითდება