რატომ სჭირდება მბაპე რეალს?

 

 

 

 

 

 

ბოლო დროს მედიაში ხშირად მოჰკრავთ თვალს კილიან მბაპეს მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლის ამბებს.

ბოლო დღეებში კი ცოტა არ იყოს საგანგაშო ცნობა გავრცელდა, აქაოდა მბაპეს კორონავისრუსი შეეყარა და რა ეშველება, კაცმა არ იცისო... საბედნიეროდ COVID 19 არ დადასტურდა და მეორე დღეს ფრანგმა დორტმუნდთან შეცვლაზეც ითამაშა.

ამ კარანტინობისა და დაკეტილი საზღვრების პერიოდში კილიან მბაპე ერთხელაც მოექცა ყურადღების ცენტრში და მისი სახელი ისეც რეალს დაუკავშირეს.

ესპანური მედია იტყობინება, რომ პარი სენ-ჟერმენის შემტევი უკვე ესაუბრა სამეფო კლუბის მწვრთნელს და მადრიდში გადასვლის სიტყვიერი დასტურიც მისცაო.

სატრანსფერო თანხის პროგნოზირება ძნელია. რეალს ფინანსური პრობლემები არ აქვს, თანაც თუ გარეთ ბეილს გაყიდის, დამატებით საკმაოდ მსუყე შემოსავალს მიიღებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ რამდენიც არ უნდა გადაიხადონ მბაპეში, ის ამად ღირს. მაგალითად, France Football 280 მილიონ ევროს ასახელებს.

 

Image result for kylian mbappe end zidane

 

ფეხბურთელი, საუკეთესო თვისებებით, დღევანდელი მდგომარეობით ფასობს და თუ მას ხანგრძლივი პერსპექტივაც აქვს, მაშინ ის მართლაც ასტრონომიული თანხა ღირს. აბა ვნახოთ, 21 წლის ასაკში თითქმის ყველას უჭირს სტაბილურად თამაში. ასე იყვნენ, ვთქვათ, აზარი, გრიზმანი, დიბალა, სალაჰი, დე ბრუინი - ამათ ძალიან ადრე განაცხადეს საკუთარი ნიჭიერების შესახებ, მაგრამ სტაბილურობა მხოლოდ გამოცდილების შეძენის შემდეგ მოუვოდათ.

თუმცა არიან გამონაკლისები, მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ, 20 წლის უკვე მანჩესტერში თამაშობდა. 21 წლისას კი ყველა ტურნირში 20 გოლი გაეტანა და ოქროს ბურთის ნომინანტთა სამეულშიც მოხვდა. ამის შემდეგ მას თამასა დაბლა აღარ დაუწევია.

ლეო მესიმ 19 წლისამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ბარსელონაში. გვარდიოლას გუნდში მისვლის შემდეგ კი ის უცხოპლანეტელი გახდა და ასეთია დღემდე.

მბაპე სწორედ ასეთი გამონაკლისია. მისი ადაპტაციის პერიოდი 2016/17 წლების სეზონს დაემთხვა. მაშინ ის 17 წლის იყო. მბაპე მალევე მოხვდა მონაკოს ძირითადში და მას შემდეგ შედეგიანობისთვის არ მოუკლია. 20 გოლი ყველა ტურნირში პირველ სეზონში. 20 გოლი შემდეგში, ოღონდ უკვე პსჟ-ის მაისურით. და უკვე 30-ზე მეტი მიმდინარე სეზონში. არადა, ის ჯერ 21 წლისაა. ამიტომ მიიჩნევენ მბაპეს განსაკუთრებულ მოთამაშედ. მისნაირების ტალანტისა და პერსპექტივის ყიდვით, კლუბი დროს აღარ კარგავს და უკვე მზა პროდუქტს იღებს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბუთელებს სტაბილურობა აკლიათ, წნეხია. ტოპ კლუბში გადასვლისას, აბსულუტარად სულ სხვა მოთხოვნებია. ხარისხიან თამაშზე არცკი საუბრობენ, შედეგი კი აუცილებლობაა. მაღალი სატრანსფერო ფასი ამ თანხის მალევე გამომუშავების მექანიზმსაც გულისხმობს. რეალში გადასვლისას კი წნეხი შესაძლოა, ორმაგიც იყოს, ერთი გარედან, მეორე შიგნიდან - კლუბის პრეზიდენტის მხრიდან.

 

Image result for kylian mbappe

 

მბაპე ამ მხრივაც უნიკალურია. 20 წლისას, მას უკვე აქვს ტოპ კლუბში გადასვლის გამოცდილება, სადაც ისევე შედეგიანია, როგორიც მონაკოში იყო. ეფექტურია ის ნაკრებშიც.  მსოფლიო ჩემპიონატზე, ფრანგები ორჯერ აღმოჩნდნენ მდევრის როლში, ერთხელ არგენტინასთან, მეორედ ხორვატიასთან. სწორედ ეს მატჩები ჩაატარა მბაპემ ყველაზე ძლიერად და სულ გატანილი ოთხი გოლიდან, სამი ამ ორ შეხვედრაში შეაგდო. ის უკვე მზადაა ტიტულები მოუტანოს თავის გუნდებს.

და რატომ სჭირდება ის რეალს? ჯერ ერთი გამოითვალეს, რომ ყოველ 61 წუთში ახერხებს შედეგიან ქმედებებს (გოლი, საგოლე პასი). თან შემტევის ადგილს პერსპექტივით, ხანგრძლივად დაიკავებს და თუ რაიმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, გაყიდვისას ისევ აუარებელ ფულს მოიტანს.

და კიდევ, მბაპე დადებითი გმირია, სკანდალებს მოკლებული. ესეც წონიანი არგუმენტია ტრანსფერისას.

ამასობაში კორონაო, რა დროს კორონაა...

 

 

 

 

 

.