ტოჩიმ მეტოქე დოჰიოს დაანარცხა

ჰარუ ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა იუტაკაიამას შეერკინა. იაპონელს გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ბალანსი 7:6-ზე ჰქონდა და თუ მოიგებდა კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) გაიფორმებდა. რაც შეეხება ქართველს, მან მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) წინა შეხვედრაში კოტოშოგიკუსთან უკვე დააფიქსირა (მერვე ორთაბრძოლა წააგო) და ახლა იმისთვის იბრძვის, რომ შემდეგ დიდ ტურნირზე ნაკლებად დაქვეითდეს. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, აქ ლევანის უპირატესობა თვალსაჩინო იყო - 2:0. 

 

რაც ამ ბაშოზე გამოჩნდა და ტოჩინოშინისთვის დამახასიათებელი არ არის, ის ისეთ სუმოტორებთან უკეთ იბრძვის, რომლებიც დისტანციაზე ჭიდაობენ (მაგალითად, შოჰოძანი), ქართველი იუტაკაიამს ზეწოლას გაუმკლავდა, შესაფერის მომენტს დაელოდა, როდესაც მოწინააღმდეგე წინ გადაიხარა ხელი ჩამოჰკრა და დოჰიოზე კატასუკაშის კიმარიტეთი (ილეთით) დაანარცხა. 

 

მინიმალური მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) შემთხვევაში ტოჩინოშინი ნაკლებად დაქვეითდება. წინ კიდევ 1 დღეა დარჩენილი, მისი ბალანსი კი 6 გამარჯვება და 8 მარცხია...