სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. მგზავრები

IX ადგილი. 5:10

ლიდერები: ქულა - ტაჯ სპენსერი, 18.6; მოხსნა - ტაჯ სპენსერი, 11.2; პასი - ლოველ ქაბილი, 5.1.

 

სეზონის წინ: მგზავრები შეიცვალა. გუნდი დარჩა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის (მოკითხვა მისტერ ბოუის) გარეშე. ამ მოთამაშეს ქუთაისში ჩამოსვლის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ თემა არ დაიძრა. მგზავრები გავარდნის რეალური კანდიდატი იყო და გუნდმა (როგორც ბოლო წლებში ხდება) მძიმე სტარტის შემდეგ მოუმატა. რამდენიმე კარგი მოგება და სიტუაცია გამოსწორდა. მგზავრები კარგ გუნდად ჩამოყალიბდა.  

რეალობა: მგზავრები კარგი ქართველის გარეშე თამაშობს და ის, რომ სოსო გოგნაძეს კარიერაში პირველად საშუალო ორმაგ დუბლზე (9.8+9.3 მოხსნა) გასვლა შეეძლო, ერთი ადამიანის დამსახურებაა, რომელზეც შემდექ ქვეთავში გავისაუბრებთ. ლიმიტირებული შესაძლებლობებით და სუპერლიგაში ყველაზე სუსტი შემადგენლობით, მგზავრებმა თავი არ დახარა და რუსთავს რუსთავში მოუგო, მანამდე გააჩერა პრინციპულ ჩეხვაში ტიტები და კარგი ტემპი აიღო.

ლიდერი: ბუბა ბერიშვილი. მწვრთნელი, რომელიც წლიდან წლამდე უმატებს და სასიამოვნოა, რომ მას არ ეთაკილება, არ ეზარება სწავლა და ყოველთვის საკუთარ თავზე მუშაობს.  ბერიშვილს წინა წლებში უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და ეს გამოცდა ფრიადზე ჩააბარა. სადღაც, არ გაუმართლა და უფრო, ამ სპეციალისტმა დაგლიჯა. აიღეთ მაგალითი ბუბასგან, რომელიც ძალიან ბევრზე სწრაფად ვითარდება.

კორონას რომ არ ემოქმედა: კი, მგზავრები ტიტების და ცხუმ-აფხაზეთის ტერიტორიაზე ზის (შედეგით), მაგრამ თამაშთ ორივე გუნდზე წინ იყო. ფაქტორები გავიარეთ და პაუზამ გუნდს მაგარ ცუდ დროს დაარტყა.  ბრავო, ბუბა!

შეფასება: 10-დან 6.

 

ფოტო: www.gbf.ge