სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. კაქტუსი

VII ადგილი. 7:8

ლიდერები: ქულა - მაიკლ დევისი, 25.4; მოხსნა - ზორან ვილოტიევიჩი, 10.1; პასი - ბრაიან უილიამსი, 3.7.

 

სეზონის წინ: კაქტუსი საინტერესო გუნდია. კაქტუსისგან არაფერს კონკრეტულს არ ელოდებიან და გუნდმა რეგულარულის მეორე ნახევარში დაგლიჯა. მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი მომთხოვნი, მაგრამ მაინც, უფრო თავისუფალი სპეციალისტია, რომელიც აწვება იმ კალათბურთს, რომელსაც თვითონ თამაშობდა - სწრაფს და ეფექტურს. მაიკლ დევისის დამატებით ეს უფრო რეალური გახდა. დევისი სუპერლიგის ჯოკერია.  

რეალობა: გუნდში მეტ-ნაკლებად დაცულია ბალანსი და კაქტუსმა ისწავლა კონკრეტული მოთამაშეების მაქსიმალურდ გამოყენება. დევისის გარდა, სოლირებდნენ ლეგიონერები და რამდენიმე კარგი შეხვედრა ჰქონდა მიხეილ ჭოჭუას (12.5, 2.5 პასი). კაქტუსმა მოუმატა დევისთან ერთად და ბოლო 5 ტესტიდან 3 მოიგო და ალბათ, უპრობლემოდ შევიდოდა ფლეი ოფში. სწრაფი, პლიუს, პოზიტიური და ენერგიული კალათბურთი. თან, გუნდი უკვე იგებდა.

ლიდერი: ალბათ, დევისი, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება სხვა ამერიკელებზეც. და, ეს არ არის გადაწყვეტი. კაქტუსის მიზანი სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება და, თუ გამოვა, მედლებისთვის ბრძოლა იყო. ამ გუნდის მაქსიმუმი? რთული სათქმელია. გუნდი არ აგდებდა ბევრს (მხოლოდ 75.7 ქულა, IX შედეგი), გუნდი ხსნიდა ცოტას (IX), მაგრად ლეგიონერები ქაჩავდნენ.

კორონას რომ არ ემოქმედა: კაქტუსმა გააუმჯობესა შეტევა და ნაკლებ შეცდომას უშვებდა დაცვაში. კაქტუსს აკლდა სტაბილურობა, მაგრამ ვის არ აკლდა? საინტერესო, სწრაფი გუნდი, რომელმაც გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - საკაიფოდ იყომარა.   

შეფასება: 10-დან 5.

 

ფოტო: www.gbf.ge