იუბილე ციხეში; ტორტი, ბარბექიუ...

21 მარტი რონალდინიოს დაბადების დღეა. პარადოქსია, აბა, რა არის, მილიონობით ადამიანის საყვარელი ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებაც ერთი სიამოვნება იყო, იუბილეს ციხეში ხვდება.

 

რონალდინიო 40 წლის გახდა. 6 მარტიდან მოყოლებული პარაგვაის ციხეშია. მიზეზი? საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ყალბი პასპორტით. ისე, განსაკუთრებული საპატიმროა, სადაც გამოძიების პერიოდში მყოფი გავლენიანი პირები ჰყავთ, რომლებსაც ფინანსური მაქინაციები ედებათ ბრალად. პასპორტის გაყალბებაც ამ კატეგორიაშია. ბრაზილიელ ვარსკვლავს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.

 

დაახლოებით ერთი კვირის წინ რონალდინიომ ციხეში ფეხბურთი ითამაშა. რა თქმა უნდა, მისმა გუნდმა მოიგო (გაუჭირდებოდა...), თანაც 11:1. რონიმ 5 გოლი გაიტანა, 6 სხვებს გაატანინა და გოჭით დაასაჩუქრეს.

 

და იუბილე როგორი იქნება? Globo წერს, რომ ციხეში სპეციალური მზადებაა: ტორტი, ბარბექიუ...