ლებრონის ფავორიტები - რონალდუ, მბაპე, ნეიმარი

ლებრონი მეფეა. და, ლებრონი ფეხბურთში საკაიფოდ ერკვევა. იმდენად საკაიფოდ, რომ თავისი ინვესტიციების ნაწილი ლივერპულში ჩადო. და, ბრიტანული სიამაყის თანამფლობელი გახდა.

ლეიკერსის მეფე ფეხბურთში პერსონალურ ფავორიტებზე საუბრობს.

ლებრონს მოსწონს კრიშტიანუ რონალდუ. იმიტომ, რომ ის ფეხბურთის ლებრონია.

ლებრონს მოსწონს კილიან მბაპე. იმიტომ, რომ ის მომავალი ლეგენდაა.

ლებრონს მოსწონს ნეიმარი. იმიტომ, რომ ნეიმარსაც მაგრად მოსწონს ლებრონი.

ლებრონს მოსწონს ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იმიტომ, რომ ზლატანი გიჟია.

ლებრონი თავს უხრის მესის. იმიტომ, რომ მესი უკვდავია. ეს ლებრონის სიტყვები არ არის, მაგრამ ალბათ, უნდა ყოფილიყო.

და, თავისთავად, ლებრონს მოსწონს ლივერპულის ყველა მოთამაშე. იმიტომ, რომ ლებრონი მათი ბოსია.

ლებრონი: „ფეხბურთი მიყვარს. სამწუხაროდ, NBA-ს რეგულარულის დროს ნაკლები დრო მრჩება ფეხბურთისთვის. მაგრამ ხშირად ვეცნობი სიახლეებს და ვუყურებ ჰაილაითებს. ჩემი საყვარელი მოთამაშეები ლეგენდები არიან ან - იქნებიან. ფეხბურთი საოცარი სახეობაა.“

მეფე ასიანია.

მეფე ყოველთვის მართალია.