გავემზადოთ, გადაწყდა!

მაშ ასე, ჯერ ადრე კია, მაგრამ შეგვიძლია გავემზადოთ: გადაწყდა, რომ საქართველო ბელარუსის ფლეი ოფი 2 ივნისს  შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება და ის ბილეთები იქნება ვარგისი, რომელიც ქომაგობას აქამდე ჰქონდა შეძენილი. 2 ივნისვე შედგება ერთა ლიგის D ჯფუფის მაკედონია - კოსოვოს მეორე ფლეი ოფი. შეგახსენებთ, ფინალში ამ ორ წყვილს შორის უკეთესი შეხვდება და მათგან გამარჯვებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველო - ბელარუსი, ისევე როგორც ყველაფერი, ამ რამდენიმე დღის წინ გადაიდო. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი უეფამ გადადებისთანავე თუ გამოაცხადა და 2021 წლის 11 ივნისი-11ივლისი თუ დაადგინა, ღია იყო ერთა ლიგის ფლეი ოფების გამართვის რიცხვი... ჰოდა, ახლა უკვე ეგეც ოფიციალურად ითქვა - 2 ივნისი, 21 საათი, დინამო არენა, საქართველო -ბელორუსი

გავემზადოთ, მგონი აღარ გადაიდება...