სერია ა-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი ბარსას რადარზეა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა სასუოლოს შემტევს, ჯერემი ბოგას გაიფორმებს. წყაროს ცნობით, ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ ორ კლუბს შორის თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობა არის გაფორმებული. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, კატალონიელებმა ახლო წარსულში კევინ პრინს ბოატენგი იჯარით დაიმატეს. ასევე ბარსას მცველი, მარლონი სასუოლოში გადავიდა და ახლაც იქ თამაშობს.

 

რაც შეეხება ბოგას, ის ჩელსის აკადემიის აღზრდილია. 23 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 24-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბარსას გარდა, მის მიმართ ნაპოლიც ინტერესს იჩენს, თუმცა ამ სატრანსფერო რბოლის ფავორიტებად კატალონიელები სახელდებიან.