სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. დინამო

VI ადგილი. 8:6

ლიდერები: ქულა - ტაილერ უილიამსი, 17.9; მოხსნა - ემილ ჩუკუკა, 10.5; პასი - ლუკა ბულაშვილი, 6.4.

 

სეზონის წინ: დინამომ მადლობა გადაუხადა ირაკლი ხოშტარიას (ზედიზედ ორი ჩემპიონობა მკვლელი შედეგი იყო), გაუშვა შარშანდელი ლიდერები და აქცენტი მომავალზე გააკეთა. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, კარგი მატება ზაზა ფაჩულიას აკადემიიდან. კლუბმა დაიმატა ლუკა ბულაშვილი და რა თქმა უნდა, გაძლიერდა (?) ლეგიონერებით. ფაჩულიამ, რომელიც დინამოს თანამფლობელია, მთავარ მწვრთნელად მუია ტაჩის დაუძახა. სეზონის მსვლელობისას ლეგიონერები შეიცვალა და დინამომ აქცენტები არ შეცვალა.   

რეალობა: ტაჩი ძალიან კარგად მუშაობს. მწვრთნელი, რომელსაც რეალურად, არ აწვებოდნენ მაღალი შედეგით, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. სუპერლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი სოლიდურად აკეთებს საქმეს და ბალანსით იგებს. დინამოს ახასიათებს სერიები, მაგრამ ეს გამოუცდელობის თემაა. 8 მოგება უკვე მშვენიერი შედეგია, თუმცა წაგებული თამაშების გახსენება არ ღირს. იქ, გუნდი რამდენიმე ტესტში უხერხულად დიდი სხვაობით აგებდა. მთლიანობაში, ძალიან კარგი შედეგი მწვრთნელისგან და მთლიანად, გუნდისგან.  

ლიდერი: რთულია ლიდერობა გუნდში, სადაც ეს ლიდერობა არ არის პრიორიტეტული. ორმაგად რთულია ლიდერობა გუნდში, სადაც გავალებენ პირველ ნომრობას და რეალურად, შენ მეორე ხარ. და, ლუკა ბულაშვილმა (16.8 ქულა, 6.4 პასი, 3.4 მოხსნა) ეს გააკეთა. 21 წლის უკანახაზელი პირველია სუპერლიგაში პასებით და რაღაც პერიოდი, დინამოს ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც იყო. ბულაშვილი მხოლოდ მოუმატებს. ძალიან კარგი ბიჭი.  

კორონას რომ არ ემოქმედა: დინამო უპრობლემოდ გავიდოდა ფლეი ოფში და იქ, ამ გუნდით ტაჩი ალბათ, მაქსიმუმს გააკეთებდა. და, ეს მაქსიმუმი ნახევარფინალში გადასვლა იქნებოდა. ყველაზე სოლიდური თამაში? რუსთავში მოგება, მაგრამ ეს ამ სეზონში ყველასთვის მაქსიმუმია.    

შეფასება: 10-დან 7.

 

ფოტო: www.gbf.ge