ჰარუ ბაშო - ტოჩიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა

ჰარუ ბაშოს მე-15 დღე დასრულდა. ეს დასკვნითი დღეა, როდესაც სუმოტორები საბლოო შედეგს აფიქსირებენ. ქართველი ჩემპიონი, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკას შეერკინა, რომელსაც კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) განაღდებული ჰქონდა (8:6), ჩვენებურს კი მინიმალური მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) დაფიქსირების შანსი ჰქონდა და ამ ორთაბრძოლას 6:8-ზე ბალანსით შეხვდა. 

 

თითქოს, ეს შერკინება მარტის ბაშოზე ლევანის ფორმას გამოხატავდა - კარგი ტაჩი-აი, სტატიკაში გადასული ბრძოლა, მავაში - ჯანმრთელი ტოჩინოშინი ამ დროს კოტონოვაკას შანსს არ დაუტოვებდა, თუმცა ქართველი ფეხებზე მყარად ვერ დგას და მოწინააღმდეგემაც ამით ისარგებლა, უვატეჰინერის კიმარიტეთი (ილეთით) ის ადგილზე წააქცია. 

 

ტოჩინოშინის ჰარუ (მარტის) ბაშოს შედეგი ასე გამოიყურება - 6 მოგება და 9 მარცხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნათსუ (მაისის) ბაშოზეც მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში იასპარეზებს, თუმცა ბევრად დაბალი რანგის მაეგაშირა იქნება, ვიდრე ახლა არის