მამუკა გორგოძე სიმბოლურ ნაკრებში (ვიდეო)

სარაგბო ვებ-გვერდმა Ultimaterugby-მ იმ მორაგბეების სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომლებმაც საერთაშორისო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულეს.

 

საუკეთესოთა შორის მოხვდა ბორჯღალოსანი მამუკა გორგოძე:

 

„ის ტურნირამდეც პენსიაზე იყო და ნაკრებს მისი დასრულებისთანავე დაემშვიდობა. გორგოძე ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზე თანაგუნდელების თხოვნით დაუბრუნდა და საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა მორაგბემ, საერთაშორისო მატჩების რაოდენობა 75-მდე გაზარდა. მის თამაშებს 2003-იდან 2019 წლამდე ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს. მას განსაკუთრებით კარგი თამაშები 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე ჰქონდა“ – ასე ახასიათებს Ultimaterugby მამუკა გორგოძეს.

 

სიმბოლური ნაკრები

15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 14. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა), 13. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 12. სონი ბილი ვილიამსი (ახალი ზელანდია), 11. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 10. კრისტიან ლეალიიფანო (ავსტრალია), 9. ვილი გენია (ავსტრალია),  8. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი), 7. დევიდ ფიქოქი (ავსტრალია), 6. ჯონ ბარკლი (შოტლანდია), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (საფრანგეთი), 4. მამუკა გორგოძე (საქართველო), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 2. რორი ბესთი (ირლანდია), 1. ტენდაი მთავარირა (სამხრეთ აფრიკა)