მაქსიმე მბანდა კორონა ვირუსს ებრძვის

იტალიის ნაკრებისა და ზებრეს ფლანკერი მაქსიმე მბანდა პარმას წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა და კორონავირუსს ექიმებთან ერთად ებრძვის. თავდაპირველად ის მოხუცებს საჭმელითა და წამლებით ამარაგბედა. მერე კი, მისი ფიზიკური ძალის გამოყენება სხვა საქმისთვის სცადეს. ახლა, ის ინფიცირებულების ტრანსპორტირებითაა დაკავებული.

 

"ავადმყოფები ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადამყავს. ვეხმარები ადამიანების საკაცით გადაყვანაში. დამაქვს ჟანგბადის ბალონები.

 

ახლა იტალიის ჯანდაცვის 95 პროცენტი კორონავირუსთან ბრძოლისთვისაა მობილიზებული. ადამიანები იმას რომ ხედავდნენ, რასაც მე აქ ვუყურებ სუპერმარკეტების წინ ასეთი რიგები აღარ იქნებოდა. სამჯერ, ოთხჯერ , ათასჯერ იფიქრებდნენ, სანამ ქუჩაში გასასეირნებლად გამოვიდოდნენ.

 

ექიმები და ექთნები დილის რვა სააათიდან საღამოს 10 საათამდე შეუსვენებლად მუშაობენ. მომდევნო დღეს წუთს ეძებენ, რომ სული მოითქვან. მძიმე ვითარებაა.

 

რვა დღეა საავადმყოფოებს ვეხმარები. დღეში 12-13 საათი ვმუშაობ. ვხედავ, რა ხდება ინფექციურ განყოფილებაში. ამის გამო, საკუთარ თავს ვეუბნები - შენ დაღლის უფლება არ გაქვს. სანამ ძალა შემწევს აქ ვიქნები." - თქვა მაქსიმე მბანდამ