ბარსელონამ გრიზმანი შეაფასა

ბარსელონა ზაფხულში ანტუან გრიზმანის გაყიდვას აპირებს. ესპანური გრანდი მზადაა ფრანგს 100 მილიონ ევროდ შეელიოს. ამის შესახებ ინფორმაცია Sport.es-მა გაავრცელა. 

 

მოგეხსენებათ ბლაუგრანა რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებს და თანხების მოსაზიდან ფეხბურთელების გაყიდვა გადაწყვიტა. ბარსას შავ სიაში გრიზმანის გარდა უსმან დემბელე და სამუელ უმტიტიც არიან.  

 

რაც შეეხება გრიზმანის კატალონიურ კარიერას, 28 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში შარშან ზაფხულში ატლეტიკოდან 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მსოფლიო ჩემპიონმა 37 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 

 

სათქმელია, რომ გრიზმანისადმი ინტერესს კვლავ არაერთი გუნდი იჩენს. მისი დამატება არსენალს, მანჩესტერს, ჩელსის და პსჟ-ს სურთ.