რატომ აწუხებს ინტერს რეალი?

იკარდი ბევრ მილიონს ეთამაშება

არგენტინელ მაურო იკარდის ინტერი მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მილანელები ფორვარდისთვის სეზონში 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. 

 

სადღეისოდ ინტერიდან იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონს შეადგენს. მომავალ ზაფხულს კი სწორედ ამდენის გადახდას აპირებს ფეხბურთლის სანაცვლოდ მადრიდის რეალი. ესპანელებს რა ხანია იკარდის ტრანსფერი აქვთ ჩაფიქრებული, თუმც აქამდე მისი გადაბირება ვერ მოახერხეს. 

 

 

ფეხბურთელისთვის ინტერის მომზადებული ახალი კონტრაქტი კი სწორედ რეალის ჩანაფიქრის კონტრნაბიჯი იქნება - იტალიელები თუ მხოლოდ ჯამაგირის სახით 8 მილიონს გადაიხდიან, ფეხბურთელის სხვა კლუბიდან გამოსასყიდი თანხაც შესაბამისად გაიზრდება და შესაძლოა, მთლად ასტრონომიულ ციფრს მიაღწიოს... 

 

25 წლის მაურო იკარდი ინტერში უკვე ხუთი წელიწადია თამაშობს. ამ სეზონში შავ-ლურჯი მაისურით მან 18 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. შარშან კი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.