გიყვარდეს ფეხბურთი

 

 

 

 

 

 

როგორც იტყვიან, ფუტბოლები მორჩა. ეს სამწუხარო და სევდისმომგვრელი ამბავია და თუმცა, იმის გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას, ერთ მორიგ თავდაცვით ღონისძიებად  გამოიყურება, საკითხავი ეს არის, თუ რა მოხდება მერე, როცა ვძლევთ ამ წყეულ ვირუსს და შევეცდებით ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

საქმეც ესაა, იქნება კი ძველი ცხოვრება?

ალბათ ბევრ რამეში იქნება, ბევრ რამეში აღარ. მომავლის მჭვრეტი მეცნიერები ახლა ჩვენი მომავალი ცხოვრების მრავალ ისეთ სურათს ხატავენ ყველზე დიდი წარმოსახვის მწერალ-ფანტასტებს რომ აღუწერიათ თავიანთ ოდინდელ წიგნებში და კაცს რომ გაცინებია. იქედან კი, საბოლოოდ ერთი რამ ირკვევა, რომ რაც ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს არის სმარტფონი და რაც უნდა სადღაც ეგულებოდეს არის საბანკო ანგარიში. ამ სმარტფონით გააკეთებს ყველა საქმეს და იმ საბანკო ანგარიშიდან გადაიხდის ყველაფერს ასევე ამ სმარტფონით. პურსაც კი ვიღაც მოიტანს და კარებთან დადებს. ანგარიში და ტელეფონი. მორჩა და გათავდა. სამუშაო იყოს და სახელფასო თანხის ციფრი სმარტფონში, საიდანაც წკაპაწკუპით გადაიხდი და ვინ ჩივის.

ჰოდა, სპორტი?

პრემიერლიგა რომ იხურებოდა ვითომ 3 აპრილამდე (რადგან ბრიტანეთის უფროსობა და ფულის მკეთებელი წრეები  ბოლო დრომდე „თავის მიდგომას“ უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ვირუსთან ბრძოლის მკაცრ ხერხებს, რაიც „ცალკე ყოფნის“ აწ უკვე ჩაშლილ, მორიგ გამოვლინებად უფრო ჩაითვლება) ლაპარაკი უმაყურებლო თამაშის შესაძლებლობაზეც იყო. ვითამაშოთ და ტელევიზორიო.

 

Image result for ინგლისის ჩემპიონატი 1920

 

ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სუსტი წინადადება იყო, რომლის თაობაზეც ბევრს არავინ იმსჯელებდა, მაგრამ საინტერესო ეს იყო, რომ უამრავმა ფეხბურთელმა და იმასთან ერთად მენეჯერებმაც  თქვეს, უმაყურებლო თამაშს რა აზრი აქვსო. მგონი,  სტივ ბრუსმა ილაპარაკა, ვისთვის ვითამაშოთო, ფეხბურთის არსი მწვანე მინდორი და მის გარშემო შემოჯარული მაყურებელიაო

საბოლოო ჯამში, ფეხბურთი, ხალხისთვისაა. ასე იყო ძველ დროში. ჩვენს დროში ცოტა ფულიანი კაცების ამბავი კი გახდა, მაგრამ ხიფათი ხომ ფესვებისკენ გვაბრუნებს ხოლმე. ამიტომ, რახან ის მაინც ყველაზე დემოკრატიული თამაში იყო და მიუხედავად ფულადი სიგიჟეებისა, გარკვეულწილად მაინც ასეთად რჩებოდა, მისმა ძველმა ფესვმა თავი არ დაკარგა, თუმცა კი მიექანებოდა საბოლოო დავიწყებისკენ.

ჰოდა, რახან ასეთი ვითარებაა და გარდამტეხი უბედურება ევროპაში დატრიალდა,  სადაც ადამიანი ყველაზე დაცული, ყველაზე შეძლებული და ყველაზე ძნელად დამთანხმებელია უნარ-ჩვევებისა და ცხოვრების პატარა სიყვარულებზე უარის თქმის რამეებზე, რახან ესე ყოველი აგერ ნახევარი საუკუნეა ყველაზე მეტი აქვს,  რა ბედი ელის სახალხო ფეხბურთს?

მთავარი საკითხი სტადიონია.

მომავლაზე  მაფიქრალი მეცნიერები ამბობენ, რომ  ეგეთი რამეები, როგორიც სტადიონია,  ნაკლები ნდობით ისარგებლებსო. ანუ, სიცარიელე. უმაყურებლო ფეხბურთი კი იმ დროისკენ გვაბრუნებს, როცა ინგლისის მუშათა დაწესებულებებში მაზიანი ფეხბურთი ისახებოდა და თავიდან მას მხოლოდ შინაურები უყურებდნენ.

სხვაობა ისაა, რომ გვაქვს ნახსენები ტელევიზორი. ანუ, იმათ ითამაშონ, ვთქვათ, ბრაგას უნიკალურ სტადიონზე უმაყურებლოდ, ჩვენ კი ვუყუროთ სმარტფონებში.

მეფსონეებისთვის ეს სულერთია. ისედაც ონლაინ არიან. მაგრამ იმისთვის, ვისაც უბრალოდ ფეხბურთი და ნახსენები მწვანე მინდორი უყვარს, ეს როგორც იტყვიან, მაგარი პაზორნი რამეა.

ეს ფეხბურთის სულის სიკვდილს ნიშნავს: ბოლომდე „ირბინე ფულიზა“ გამოდის და სხვა არაფერი, რაც საბოლოო ჯამში აღარავის დააინტერესებს.

ცოტა არ იყოს, პირქუში სურათია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გაჭირვების  ჟამს ადამიანი ყველაფერ ზედმეტს იშორებს, გასაგები.

მოდი,  ფეხბურთი კარგად დავიმახსოვროთ და დავაფასოთ ისიც, რაც მოუცია ჩვენთვის.

ამისთვის ორი ლინკი მაქვს:

 

 

 

მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ მე პირადი სიყვარულით ავარჩიე.

 

 

 

 

 

 

.