სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. ქუთაისი

IV ადგილი. 9:6

ლიდერები: ქულა - ჯეიმს მილიკენი, 19.1; მოხსნა - ბექა ბექაური, 10.0; პასი - შონ რაუნდთრი, 4.5.

 

სეზონის წინ: ქუთაისმა ოდნავ გვიან დაასრულა დაკომპლექტება. ბოლო მომენტში დაკონტრაქტდა ბექა ბექაური და ამ სვლით გუნდი დაბრუნდა ზედა ეშელონში. ბექას შემდეგ კოტე ტუღუშმა კიდევ რამდენიმე საინტერესო სვლა გააკეთა და მივიღეთ ის გუნდი, რომელიც თითქოს, ნიღბით თამაშობდა. რთული გასაშიფრი გუნდი. შარშანდელისგან და ბოლო სეზონებისგან განსხვავებული გუნდი. და, ეს გუნდი ჩემპიონობის ფავორიტებში არ იჯდა.

რეალობა: ქუთაისი ბოლო წლების და, ალბათ, სუპერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდი გახდა. როდესაც საჭიროა, ქუთაისს შეუძლია პოზიციურ ჭაობში თამაში, მაგრამ უფრო - გარბის და ამას ყველაზე მაგრად აკეთებს. ელემენტარული სტატისტიკა - ქულა, 80.4 (III შედეგი სუპერლიგაში); სარგებლიანობა - 94.4 (IV), შედეგიანი გადაცემები - 19.3 (III), ორიანების პროცენტი - 50.0 (II), სამიანების პროცენტი - 38.9 (I), საჯარიმოების პროცენტი - 71.9 (IV). და, ქუთაისი სუპერლიგაში ყველაზე ნაკლებ პერსონალურს იღებს - 18.0. აი, ამ კომპონენტებით შეგვიძლია ძალიან მარტივად გადავიკითხოთ ამ წლის ქუთაისი - სწრაფი, აწყვეტილი გუნდი, რომელიც პრიორიტეტს სწორ კალათბურთს და დისციპლინას ანიჭებს. და, მოდის შედეგი.

ლიდერი: ბექა ბექაური არსად არ არის ლიდერი და ყველა გუნდს ძალიან ბევრს აძლევს. აქ ბექა შეუცვლელია. მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი როლი. თუ შარშანდელ დელტაში, რომელმაც ფინალში ქუთაისს ქუთაისში მოუგო, ბექა ჯოკერი იყო, აქ ის ეხმარება. გუნდს, ჯეიმს მილიკენს (19.1, 3.3 მოხსნა, 3.0 პასი) და პარალელურად, საკაიფო სტატისტიკა აქვს - 14.3 ქულა, 10.0 მოხსნა, 3.1 პასი. უნივერსალი. რომელმაც სამწამიანში შესვლაც დაიწყო. ლიდერი, რომელიც არ ჩანს.  

კორონას რომ არ ემოქმედა: გუნდი საოცარ ფორმაში შევიდა (ზედიზედ 4 მოგება) და კოტე ტუღუში ბოლო თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. კოტეს აქვს გამოცდილება და კოტე შეჩვეულია მოგებას. რთულია გადაეჩვიო იმას, რაც მოგწონს. ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი.     

შეფასება: 10-დან 7.

 

ფოტო: www.gbf.ge