სუპერლიგა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

გია კაზანჯიანი (ბათუმი)


ბათუმი პირველ ადგილზეა. ბათუმი ყველაზე საინტერესო კალათბურთს თამაშობს. ბათუმი გამორჩეულად კარგია დაძაბულ მომენტებში. და, ბათუმს არ ჰქონია ჩავარდნა.

სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი საუკეთესო გუნდის მთავარი მწვრთნელია. საკმარისი და დამსახურებული არგუმენტი.

გია კაზანჯიანი.

არიან სხვა ღირსეული კანდიდატები, თუმცა ყველას აქვს უმნიშვნელო მინუსი.

ლექსო ლაფანაშვილმა საჩემპიონო კალათბურთით დაიწყო და სამწუხაროდ, მიიღო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია. ლექსოს ცოტა მატჩი და მის გარეშე, თსუ-ს ცოტა მოგება აქვს.

ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა ირაკლი ხოშტარიას და ალბათ, გიასთან ყველაზე ახლოს (ამ სეზონით) ვერას მწვრთნელი იყო. მინუსების გარეშე.  

საოცრად იმუშავა ბუბა ბერიშვილმა. უბრალოდ, ამ გუნდით და ამ შედეგით... დაველოდოთ უკეთეს პერიოდს მგზავრებთან (ან, სხვა გუნდთან) ერთად.

კოტე ტუღუში ყოველთვის იქ არის. ყოველთვის იქნება. კოტე წარმატების გარანტი გახდა, მაგრამ ამ სეზონში გუნდს აკლდა სიკაშკაშე. და, კოტემ ეს იცის.

არა გამორიცხვის, არამედ, დამსახურების გამო, საუკეთესო გია კაზანჯიანია. რომელსაც აქვს კარგი საკალათბურთო გემოვნება. რომელსაც აქვს გამოცდილება და რომელიც სუპერლიგაში ბავშვთა კალათბურთიდან მივიდა.

გია ერუდირებულია. დიდი პლიუსი.

გიას აქვს ახსნის კარგი მეთოდი, კარგი სტილი. ესეც პლიუსია.

გია აკურატულია მოთამაშეებთან ურთიერთობაში. ნუ, ყველასთან არა, მაგრამ ძირითადად, აკურატულია. დიდი პლიუსი.

და, გიამ ბათუმს ბოლო წლებში ყველაზე დინამიური კალათბურთი აყომარა. და, არა მხოლოდ ბათუმის ისტორიაში.

დამსახურებულად, ბრავო, ქოუჩ!