დერიკ ლუისი: ფერგიუსონი ხაბიბს დაამარცხებს

UFC-ის ამერიკელელმა მებრძოლმა, დერეკ ლუისმა, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა. ლუისის აზრით, ამ დაპირისპირების ფავორიტი მისი თანამემამულეა.

 

"ძალიან კარგი ბრძოლა უნდა გამოვიდეს. წინასწარ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მგონია, რომ ტონი ფერგიუსონი ხაბიბს დაამარცხებს. ფერგიუსონს თადარიგში არაერთი გიჟური ილეთი და მოძრაობა აქვს. ბოლომდე მის საბრძოლო არსენალს ახლაც კი არ ვიცნობთ. ის საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. ტონი მტკივნეულ ილეთებსა და სხვადასხვა საბრძოლი ფანდებს დღითიდღე აუმჯობესებს", - თქვა ლუისმა.

 

ცოტა ხნის წინ UFC-ში განაცხადეს, რომ ნურმაგომედოვი - ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება. თავდაპირველად, აღნიშნული დაპირისპირება ბრუკლინში (ნიუ იორკში) უნდა შემდგარიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ამ ადგილზე ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბრძოლის ზუსტ ადგილს მოგვიანებით გამოაცხადებენ.