სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. ვერა

III ადგილი. 9:6

ლიდერები: ქულა - ბრენდონ სლაი, 17.9; მოხსნა - მარკ ჰიუზი, 9.6; პასი - გივიკო ბაქრაძე, 5.4.

 

სეზონის წინ: ვერა A ლიგიდან გადმოვიდა და პროცესში, შეიკრა საკმაოდ საინტერესო გუნდი. ვერამ მთავარი მწვრთნელის სავარძელი ირაკლი ხოშტარიას მიუჩოჩა. სწორი, ალბათ, იდეალური არჩევანი. და, ვერამ აქცენტი კარგ კალათბურთზე გააკეთა. თუ, პროცესში მისაღები შედეგი წამოვიდოდა, მფლობელები, მოთამაშეები და მწვრთნელები სეზონს პოზიტიურად შეაფასებდნენ. მთელ ამ პროცესში გუნდის მთავარი აქცენტი სტაბილურობა უნდა ყოფილიყო.

რეალობა: მთელი სეზონის განმავლობაში მთავარი მწვრთნელი ეძებდა ოპტიმალურ ვარიანტებს. მთელი სეზონის განმავლობაში ვერას აკლდა სტაბილურობა როგორც შეტევაში, ასევე - დაცვაში. და, როგორც კი ხოშტარიამ ეს თემები მოაგვარა და გუნდმა მოგება დაიწყო, სუპერლიგამ პაუზა აიღო.  რამდენიმე კარგი შეხვედრა ჰქონდა ვახტანგ ქადარიას (13.0 ქულა, 6.5 მოხსნა), გივი ბაქრაძეს (12.9 ქულა, 5.4 პასი, 4.3 მოხსნა) და როგორც სხვა გუნდებში, მწვრთნელი ენდობოდა ლეგიონერებს. და, უფრო საკუთარ თავს. ხოშტარიამ ეს დაიმსახურა. ირაკლი ბოლო პერიოდის საუკეთესო ქართველი სპეციალისტია და ძალიან დიდი უპირატესობით.

ლიდერი: ირაკლი. ხოშტარია. მწვრთნელი, რომელიც წლიდან წლამდე უმატებდა. მწვრთნელი, რომელსაც ყველა გუნდში აქვს, ჰქონდა და ექნება რკინის დისციპლინა. ხოშტარია არის საკუთარ თავზე მუშაობის და პროგრესის საუკეთესო მაგალითი. საქართველოს ნაკრებში ამ კაცმა ბევრი ისწავლა და დღეს, ქართულ კალათბურთს ემსახურება. ვერამ ჯეკპოტი მოხსნა და ვერა ხოშტარიასთვის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი გახდა. მაგრად ვაფასებ ადამიანს, რომელსაც არაფრის კითხვა და სწავლა არ ეთაკილება. თქვენც იგივეს გირჩევთ.

კორონას რომ არ ემოქმედა: ბოლო ხუთი გარჩევიდან ვერამ ოთხი წამოიღო. ერთადერთი შეხვედრა წააგო დინამოსთან და იმ მატჩშიც დიდი ფორა ჰქონდა. მოიგო რუსთავში. მოიგო ქუთაისში. მოიგო თბილისში და აქ სერიის დროს მოუმატა რამდენიმე კარგმა ქართველმა (ბაქრაძე, ქადარია, სხვებიც). თუ გსურთ წარმატებული გუნდის შექმნა, დაუძახეთ ხოშტარიას. წაუგებელი ვარიანტია.      

შეფასება: 10-დან 8.

 

ფოტო: www.gbf.ge