ხაბიბი Vs ფერგიუსონი - მაყურებლის გარეშე

UFC-ის პრეზიდენტის, დანა ვაითის განცხადებით, UFC 249 არ გადაიდება, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი ერთმანეთს აუცილებლად დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ ბრძოლას მაყურებელი არ ეყოლება

 

"ვიცი ადგილი, სადაც ეს ორთაბრძოლა შედგება, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი ჯერ არ შემიძლია.

 

რასაც დაზუსტებით გეუბნებით ის არის, რომ ეს შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის - ის დახურულ კარს მიღმა გაიმართება," - თქვა დანა უაითმა.

 

UFC-ის პრეზიდენტი ამ მოვლენას ინსტაგრამში სახალისო პოსტით გამოეხმაურა, სადაც ოქტაგონზე ასაკში შესული ჩემპიონები, ხაბიბი და ფერგიუსონი ბრძოლისთვის ემზადებიან 

 

"ამის გამო მეც ვღელავ... თუმცა კი ყველაფერს ბოლომდე მივიყვან"

 

ეს ბრძოლა, რომელიც აქამდე უკვე 4-ჯერ გადაიდო, 18 აპრილს გაიმართება.