12 ქვეყანა - გადადეთ ოლიმპიადა!

ბრაზილია იმ 11 ქვეყანას შეუერთდა, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გადადებას მოითხოვს. მსოფლიოს გარშემო კორონავირუსი მძვინვარებს და ჯერ არავინ იცის ეს პანდემია როდის გადაივლის. მართალია იაპონიაში ნაცუ (მარტის) ბაშომ კარგად ჩაიარა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა...

 

ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, პაულო უანდერლის სიტყვებს ამ ორგანიზაციის პრეს-სამსახური ციტირებს

 

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ამგვარი პრობლემის წინაშე აქამდეც დამდგარა, მაგალითად: 1916, 1940 და 1944 წლის ოლიმპიური თამაშები ომის გამო გადაიდო. 1980 და 1984 წლის თამაშებმა კი მოსკოვისა და ლოს ანჯელესის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. 

 

ორგანიზაციამ იცის ეს პრობლემები როგორ მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, თომას ბახი მზად არის ასეთ რთულ დროს წინ წარგვიძღვეს. 

 

ოლიმპიადაში მონაწილეობა ყველა ათლეტის ოცნებაა, ახლა კი უკვე ნათელია, რომ ამ წელს ისინი საკუთარი ოცნებების რეალიზაციას ვერ მოახერხებენ," თქვა უანდერლიმ

 

2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადებისკენ IOC-ის უკვე: ნორვეგიამ, სლოვენიამ, სერბეთმა, ხორვატიამ, ამერიკამ, საფრანგეთმა, კანადამ, ესპანეთმა, ბრაზილიამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და შვეიცარიამ მოუწოდეს. 

 

შეგახსენებთ, ოლიმპირი კომიტეტის წარმომადგენელმა დიკ პაუნდმა განაცხადა, სავარაუდოდ თამაშები 2021 წელს გაიმართება

 

"საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, თუმცა ნამდვილად ვიცი - 24 ივლისს ოლიმპიადა არ დაიწყება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოლიმპიურ თამაშებს აუცილებლად გადადებენ""