ბაიერნს ტერ შტეგენის ყიდვა სურს

როგორც Diario Sport წერს, ბაიერნს ბარსელონადან მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენა სურს. 

 

წყაროს ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის მეკარესა და კაპიტანს, მანუელ ნოიერს, კლუბის საპატიო პრეზიდენტთან, ფრანც ბეკანბაუერთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და კონტრაქტის გახანგრძლივებას სწორედ ეს აფერხებს. 

 

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ტერ შტეგენსა და ბარსელონას შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან გერმანელს ის ხელფასი არ აკმაყოფილებს, რომელიც ესპანურმა გრანდმა შესთავაზა.

 

მიმდინარე სეზონში, ტერ შტეგენმა ბარსელონას კარი 26 შეხვედრაში დაიცვა და 20 გოლი გაუშვა...