გრიზმანს რიგი დაუდგა

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ბარსელონა ანტუან გრიზმანის გაყიდვას აპირებს. ისიც ითქვა, რომ ბლაუგრანა ფრანგ ფორვარდს 100 მილიონ ევროდ აფასებს. 

 

ბარსას ამ გადაწყვეტილებით რამდენიმე გუნდი აპირებს სარგებლობას. ზაფხულში გრიზმანის გადაბირებას მანჩესტერი, არსენალი და პსჟ შეეცდებიან. აღნიშნულ გუნდებს ანტუანის შეძენა შარშანაც სურდათ, თუმცა 28 წლის ფორვარდმა ბარსელონაში თამაში არჩია. 

 

აღსანიშნავია, რომ გრიზმანით ყველაზე მეტად არსენალია დაინტერესებული. მეთოფეები მას ობამეიანგის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს დატოვებს. 

 

გრიზმანი ბარსელონაში 2019 წლის ზაფხულში ატლეტიკოდან გადავიდა. ამ სეზონში ფრანგმა 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.