ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო

ოლიმპიური თამაშები, რომელიც წელს ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო 2021 წლისთვის გადაიტანეს. მიზეზი რაღა თქმა უნდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გახლავთ. აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი იაპონიის პრემიერ-მინისტრი შონზო აბეა, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი დათანხმდა.

 

როგორც უკვე გითხარით ოლიმპიადამ 1 წლით გადაინაცვლა, თუმცა დაწყების და დამთავრების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატიც 1 წლით გადაიდო. ასევე დროებით შეჩერებულია ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა. შიდა ჩემპიონატები თითქმის ყველა ქვეყანაში გაჩერებულია.