ფაბრეგასმა ალონსოს არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა

მონაკოს ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, არსენალში ხაბი ალონსოს ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა. ლივერპულის ყოფილი მოთამაშე 2009 წელს ლონდონურ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო.

 

"მთელი ზაფხული ხაბისთან ტელეფონზე საუბარში გავატარე. იქ გადასვლა მასაც სურდა და ის პრაქტიკულად ყველას ეხვეწებოდა, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. მას ჩვენთან თამაში სურდა - ამ ყველაფერს მეც შევუწყვე ხელი. კლუბის ხელმძღვანელებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ალონსო არსენალის შემადგენლობას წარმოუდგენლად გააძლიერებდა.

 

სპორტული დირექტორი არ ვარ, ამიტომ ამ მდგომარეობას ფეხბურთელის თვალით ვუყურებ - თუ მოთამაშეს გადმოსვლა სურს, ტრანსფერის განხორციელება უნდა გამარტივდეს.

 

ყველაფერი სამარცხვინოდ დასრულდა, რადგან ხაბი ამ გუნდს ძალიან კარგად გამოადგებოდა. ალონსო არსენალისთვის შექმნილი იყო", - თქვა ფაბრეგასმა.

 

შეგახსენებთ, 2009 წელს ხაბი ალონსო მადრიდის რეალში გადავიდა.