კეინი: 2-3 კვირაში დავბრუნდები

ტოტენჰემის შემტევმა, ჰარი კეინმა, ტრავმისგან აღდგენით პროცესზე ისაუბრა. ინგლისელი შემტევის აზრით, შემდეგ თვეში ის მზად იქნება.

 

"ყველაფერი კარგად მაქვს. ახლა თავდაუზოგავად ვშრომობ და ძალების აღდგენას ვცდილობ. არ ვიცი ამ სეზონში რა მოხდება - ამ ამბის დასრულებას მეც ინტერესით ველოდები.

 

ჩემს ოჯახშიც ყველაფერი მწყობრშია, თუმცა ყველა კორონავისურსზე ფიქრობს. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. ჩემი მდგომარეობა? წესით მალე დავბრუნდები. სავარაუდოდ, 2-3 კვირაში სრულ მზადყოფნაში ვიქნები და ვიმედოვნებ, რომ გუნდს შევუერთდები.

 

რაც შეეხება პანდემიას, მსგავს სიტუაციაში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს მდგომარეობა ყველასათვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება", - თქვა კეინმა.

 

შეგახსენებთ, ინგლისელ შემტევს იანვარში მიღებული დაზიანების შემდეგ ბარძაყის ძვალზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მას შემდეგ კეინს ფეხბურთი არ უთამაშია.