მესიმ კატალონიურ კლინიკას მილიონი ევრო შესწირა

ბარსელონას კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

 

ლეგენდარულმა არგენტინელმა კატალონიურ საავადმყოფოს, Hospital Clinic-ს ერთი მილიონი ევრო შესწირა. აღნიშნული კლინიკა კორონავირუსს იკვლევს.

 

"გმადლობ მხარდაჭერისთვის, ლეო", - განაცხადეს საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა.

 

გარდა ამისა, მესი არგენტინაში არსებულ რამდენიმე კლინიკასაც დაეხმარა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ბარსელონას ლიდერმა სამშობლოში ასეულობით ათასი ევრო გადარიცხა.

 

შეგახსენებთ, იტალიის შემდეგ ევროპაში სახიფათო ვირუსით ყველაზე მეტი დაინფიცირებული ესპანეთშია. უკანასკნელი ცნობით, ამ ქვეყანაში COVID-19 40 000-მდე ადამიანს დაუმტკიცდა, აქედან 2 800-მდე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.