სუპერლიგა. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა

ნიკა გაფრინდაშვილი (დინამო)


ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოთამაშის პროგრესი და მისი კონტრიბუცია სტატისტიკით არ უნდა შეფასდეს. დინამო ამ სეზონში სუპერლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი იყო და ყველაზე ახალგაზრდა გუნდის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ნიკა გაფრინდაშვილია.

გაფრინდაშვილი სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა (19 წლამდე) მოთამაშე გახდა.

როგორც ვთქვით, აქ არ ღირს ყურადღების სტატისტიკაზე შეჩერება. თან, დინამოში ბევრი კარგი ახალგაზრდა იყო და მთავარი მწვრთნელი მუია ტაჩი აქცენტირებულად არ აძლევდა არავის პრიორიტეტს ლუკა ბულაშვილის გარდა. და ლუკა, უკვე 21 წლის არის. ასე რომ, გაფრინდაშვილს სხვა როლი და დატვირთვა ჰქონდა.

ნიკას კარიერა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში იწყებოდა.

წარმატება U 16-ში. შემდეგ, იწყება U 18-ის B ლიგა, სადაც გაფრინდაშვილი საშუალოდ 8.8 ქულას, 3.1 მოხსნას და 2.1 პასს აგროვებს. და, ბიჭი გაიზარდა. ბიჭმა ისწავლა მოსმენა და წამოვიდა გამოცდილება. კარგი კადრი ბევრმა შეამჩნია.

დინამოში გაფრინდაშვილს მაინც ჰქონდა გამორჩეული, დასამახსოვრებელი თამაშები.

რეგულარულის პირველივე მატჩში, ოლიმპთან (დინამომ 100:90 დასვა) ბიჭმა არასრული 29 წუთი მიიღო. და, ამ დროში 8 ქულა, 2 ჩაჭრა დაირტყა, დაცვაში ცოტა შეცდომა დაუშვა.

ტაჩიმ შეამცირა მისი დრო და შესაბამისად, შემცირდა ნიკას პროდუქციაც, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, ის უმატებდა.

როგორც ბოლო 2 შეხვედრაში, როდესაც მან საშუალოდ 19 წუთი მიიღო და დინამოს 6.5 ქულა, კარგი დაცვა და ნდობა მისცა. დინამომ ორივე დაპირისპირება მოიგო.

დინამომ  აქცენტი მომავალზე გააკეთა და ეს ლამაზი, სწორი, სამაგალითოა.

ნიკა გაფრინდაშვილი ამ როტაციის ერთ-ერთი კარგი მოსწავლე იყო. ყოჩაღ.