ბაიერნი და ნოიერი ვერ თანხმდებიან

მანუელ ნოიერის მომავალი კვლავ ბუნდოვანია. გერმანელ მეკარეს ბიაერნთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერჯობით უცნობია როგორ გაგრძელდება მისი კარიერა. 

 

Bild-ის ინფორმაციით, გამოცდილი მეკარე მის აგენტთან ერთად ბაიერნის მესვეურებს შეხვდა, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალები განეხილათ. ამავე წყარო გვამცნობს, რომ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ასე რომ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მეკარესთან დაკავშირებით საკითხი კვლავ ღიაა. 

 

 

33 წლის მეკარემ ამ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და 15 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.