ეს ლივერპული იმ არსენალზე უკეთესია

არსენალის ყოფილმა ვარსკვლავმა, ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ თქვა, რომ წლევადელი ლივერპული უკეთესია, ვიდრე 2003-04 წლების არსენალი, რომელიც წაუგებლად გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი.

„არსენ ვენგერის ის არსენალი, ცხადია, ისტორიაში შევიდა და ვინ იცის, მის მიღწევას  როდის გაიმეორებს სხვა გუნდი, - ამბობს პეტი, - დიდ პატივს ვცემ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, მაგრამ იურგენ კლოპის ლივერპულს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რომელიც არასოდეს არავის ჰქონია.

მაშინ არსენალმა სეზონში 12 ფრე ითამაშა, ლივერპულს კი, ვიდრე კორონავირუსი ყველაფერს გააჩერებდა, 29 ტურში 27 მოგება ჰქონდა, თანაც როგორ იგებდა? ორი თავით სჯობდა მეტოქეებს. ვერ აგიხსნით, რას ვგრძნობ როცა ლივერპულის თამაშებს ვუცქერ.

არ მინდა არსენალის ქომაგები გავანაწყენო, მაგრამ ასეთი ჟინი, მოტივაცია და ენერგია, რაც კლოპის გუნდს აქვს, იმ არსენალს არ ჰქონდა.

თუ სეზონი განახლდება, მერსისაიდელებს მხოლოდ ორი გამარჯვება დარჩებათ პრემიერლიგის ისტორიულ პირველ ტიტულამდე,“ - თქვა ემანუელ პეტიმ.