ბარსელონას მინუს 8

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ბარსელონამ, შესაძლოა, შემადგენლობა გვარიანად გადაახალისოს - გვამცნობს Sport.es.

წყაროს მტკიცებით, კატალონიური კლუბი მზადაა ერთბაშად 8 ფეხბურთელს შეელიოს. ამ მხრივ, მთავარი კანდიდატები ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი არიან. მათ კონტრაქტებს ვადა 2021 წელს ეწურება.

ასევე ბარსელონა შეიძლება მეკარე ნეტოს, მცველებს, სამუელ იუმტიტის და ეკტორ ფირპოს, ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს და შემტევ მარტინ ბრაიტვაითს შეელიოს, რომელიც ერთი თვის წინ შეიძინს ლეგანესიდან.

ყველაზე სარფიანი კი ალბათ ანტუან გრიზმანის ტრანსფერი იქნება, რომელიც კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა ატლეტიკოდან. გრიზმანის სხვა გუნდში გადასვლაზე უკვე აქტიურად საუბრობენ.