ფლიკი VS სალიჰამიჯიჩი

ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკსა და სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის, სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა.

ფლიკი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების შერჩევისას, მწვრთნელს გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ლაიპციგის შემტევი, ტიმო ვერნერი მზადაა ტოპ-კლუბში სათამაშოდ და მიუნხენელებს ძალიან გამოადგებოდათ. სალიჰამიჯიჩი კი სხვაგვარად ფიქრობს.

ფლიკმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ ზამთარში ბაიერნს გასაძლიერებლად მინიმუმ ორი ფეხბურთელი სჭირდება, რაზედაც სალიჰამიჯიჩმა უპასუხა, რომ არ მოსწონს, როცა სატრანსფერო პოლიტიკაზე მედიაში ღიად საუბრობენ.