გიოტცეს იტალიაში ეპატიჟებიან

მარიო გიოტცეს სერია ა-ში იწვევენ. მისი გადაბირება მილანს, ინტერს და ნაპოლის სურთ. ყველაზე მეტად როსონერი აქტიურობს, რომელიც ზაფხულში შეტევის გაძლიერებას აპირებს. 

 

27 წლის ფეხბურთელის დორტმუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია, რადგან ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ. 

 

გიოტცემ კარიერა დორტმუნდში დაიწყო, 2013 წელს ბაიერნს მიაშურა, 2016-ში კი ბორუსიაში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მარიო ძველებურად შედეგიანი ვეღარაა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.