სანჩო ძვირი

საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი დორტმუნდის ფეხბურთელებმა დაიკავეს.

პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი - 94 მილიონი.

მესამეზე მადრიდის რეალის პორტუგალიელი როდრიგოა - 82 მილიონი, მეოთხეზე - ასევე რეალელი ბრაზილიელი ვინისიუსი - 69 მილინი, მეხუთეზე -  ჩელსის  ინგლისელი კალუმ ჰადსონ-ოდოი, რომელმაც ახლახან კორონავირუსი გადაიტანა. მისი ღირებულება 67 მილიონია.

ათეულის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კი რენის ედუარდუ კამავინგაა, რომელსაც 18 წელი მხოლოდ ნოემბეში შეუსრულდება.

 

Image result for sancho and haaland

 

ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 184 მილიონი გირვანქა

ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) – 94

როდრიგო (მადრიდის რეალი) – 82

ვინისიუსი (მადრიდის რეალი) – 69

კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი) – 67

ფერან ტორესი (ვალენსია) – 51

ედუარდუ კამავინგა (რენი) – 49

მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი) – 47

ფილ ფოდენი (სიტი) – 47

მოიზე კინი (ევერტონი) - 43