რეალმა აზარი დიეტაზე დასვა

ედენ აზარმა დიეტა დაიწყო. მადრიდის რეალის ფიტნეს ინსტრუქტორმა მას სპეციალური პროგრამა შეუდგინა და ამის შემდეგ გარემარბს ზოგ საკვებზე თავის შეკავება მოუწევს. 

 

ფიტნეს მწვრთნელმა აზარის გარდა სხვა ფეხბურთელებსაც გაუგზავნა სპეციალური პროგრამა რის მიხედვითაც უნდა იკვებონ, რათა მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა კორონავირუსის გამო შეჩერებულია. 

 

რაც შეეხება აზარს, იგი არ მალავს, რომ სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად სტუმრობს. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი რეალში შარშან ზაფხულს ჩელსიდან გადავიდა. ტრავმების გამო ედენი საკმაოდ ცოტას თამაშობს. ამ სეზონში ფეხბურთელმა 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.