ნაინგოლანმა სიმსივნით დაავადებულ ცოლზე ისაუბრა

კალიარის ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, თავისი მეუღლის მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს მის ცოლს სიმსივნე აღმოუჩინეს.

 

"იმ ადამიანებს, რომელთაც სხვა პრობლემები აქვთ, ნაკლები ყურადღება ექცევათ, რადგან ახლა ყველა კორონავირუსზე საუბრობს. ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. სამწუხაროდ, მას სუსტი იმუნიტეტი აქვს, ამიტომ ის საავადმყოფოში სიარულს თავს არიდებს.

 

საყიდლებზე მხოლოდ მე დავდივარ. მართალია, შეიძლება დავინფიცირდე, თუმცა სახლში მოსვლისთანავე დეზინფექციას ვიტარებ. მეშინია, რომ კორონავისურსს გადავდებ, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს", - თქვა ნაინგოლანმა.

 

შეგახსენებთ, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები COVID-19-ის რისკ ჯგუფში იმყოფებიან. დაინფიცირების შემთხვევაში, სახიფათო ვირუსი მათთვის განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს.