მოდრიჩმა რეალს საკუთარი შემცვლელი დაუსახელა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი, ნიკოლა ვლაშიჩი მადრიდის რეალის რადარზე მოხვდა.

 

წყაროს ინფორმაციით, მისმა თანამემამულემ, ლუკა მოდრიჩმა გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ მადრიდელთა ხელმძღვანელებს ვლაშიჩის კანდიდატურა შესთავაზა. როგორც ცნობილია, მადრიდელთა ათიანი საკუთარ შემცვლელად სწორედ ცსკა-ს მოთამაშეს თვლის. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ხორვატი ახალგაზრდა ნახევარმცველს რეკომენდაციას უწევს, მოდრიჩი რეალიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.

 

შეგახსენებთ, 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცსკამ რეალს უმასპინძლა. ის შეხვედრა მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ვლაშიჩი გახდა. მისმა აგენტმა, ტონჩი მარტიჩმა, განაცხადა, რომ მისი კლიენტით უამრავი ევროპული გრანდი ინტერესდება.

 

მიმდინარე სეზონში ვლაშიჩმა საკლუბო დონეზე 30-ჯერ ითამაშა. მის ანგარიშზეა 8 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასი.